ბესო 14 წლის ბიჭია, რომელიც ერთ მივარდნილ სოფელში იზრდება. ბესოს ოჯახში ბევრი პრობლემაა. მამა ჩერნობილში დაინვალიდებული ხანშიშესული კაცია, რომელიც მთელი დღე ტელევიზორს უყურებს და ოჯახის წევრებს აგინებს. ბესოს დედა ოჯახის ძირითადი მარჩენალია, ყოველ დილით ქალაქში დადის სავაჭროდ. ძმა ლერი ჰომოსექსუალია და სახლში ცეკვის კერძო გაკვეთილებს ატარებს. ბესოს და მის მეგობარ ბექას თანაკლასელები ჩაგრავენ. მიუხედავად ყველაფრისა, ბესო და ბექა დროს კარგად ატარებენ და ბავშვურად ერთობიან. ბესო რეპს წერს დიქტოფონზე და ოცნებობს, მუსიკით ბევრი ფული იშოვოს, ოჯახს დაეხმაროს და ცხოვრება აიწყოს.
მე ვარ ბესო / I'm Beso

სახელწოდება :
მე ვარ ბესო / I'm Beso
ქვეყანა :
საქართველო
წელი :
2014
ჟანრი :
რეჟისორი :
ლაშა ცქვიტინიძე
როლებში :
ცოტნე ბარბაქაძე, ვიქტორ ბარბაქაძე, ლერი ბექაური, კუმა დებუა, სერგო გალსტიანი, ნანული ხვედელიძე ...
ბიუჯეტი :
N/A
შემოსავალი :
N/A
IMDB :
7.1
აღწერა :
